Tuesday, November 26, 2013

კლასის საათი: ”პატარა არქიტექტორები”

   ქარვასლაში სტუმრობის შემდეგ გადავწყვიტეთ ჩვენც გვეცადა შენობების მაკეტების შექმნა. 25 ნოემბერს, კლასის საათზე ბავშვებმა მოიტანეს თავისი ნამუშევრები, რომლებიც დაამზადეს სხვადასხვა მასალისაგან (მუყაო, ფერადი ფურცლები, პლასტელინი...). მოვაწყვეთ გამოფენა საკლასო ოთახში.


ექსკურსია თბილისის ისტორიის მუზეუმში


     15 ნოემბერს, პარასკევს მე-4 გაკვეთილის შემდეგ 5-4 კლასი წავიდა ექსკურსიაზე თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლაში). იქ დახვდათ ექსკურსია მძღოლი, რომელმაც დაწვრილებით აუხსნა ბავშვებს ამ მუზეუმის დანიშნულება და მისი შექმნის ისტორია. ბავშვები ინტერესით ისმენდნენ თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხთა ისტორიას.  დაათვალიერეს ყველა ის ექსპონატი რაც წარმოდგენილი იყო მუზეუმში. განსაკუთრებით ინტერესი გამოიწვია ძველმა ტანისამოსმა,  საბრძოლო იარაღებმა და თბილისის შენობების მაკეტებმა.








    მოსწავლეებმა გადაიღეს სურათები და ბოლოს დატოვეს მუზეუმში საკუთარი ჩანახატები.








Saturday, November 23, 2013

კლასის საათი: კროსვორდის შევსება წყვილებში

   იმისათვის რომ ბავშვები მიეჩვივნონ წყვილებში მუშაობას და მეტად გაითავისონ რას ნიშნავს მეგობრის დახმარება, გადავწყვიტე შემედგინა კროსვორდი, სადაც კითხები იყოფოდა სამ ჯგუფად: გოგონების ინტერესის სფერო, ვაჟების ინტერესის სფერო და ზოგადი საკითხები.
  გამარჯვებული წყვილისათვის დავაწესე საჩუქრები (საწერი კალმები), რამაც დამატებითი სტიმული მიცა ბავშვებს.
  ვფიქრობ ამ პროექტმა გაამართლა, რადგან თითოეულმა მოსწავლემ კარგად დაინახა მეწყვილის არსებობის აუცილებლობა.
  გამარჯვებული გახდა აფხაზავა მარიამ-რუბაშვილი დიმიტრის წყვილი.


















Friday, November 22, 2013

კლასის საათი: ”ჯანსაღი ცხოვრების წესი”

   30 სექტემბერს, კლასის საათზე ვისაუბრეთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე, მოვამზადე პრეზენტაცია "ჯანსაღი ცხოვრების წესი" მოცემულ თემაზე და კლასში, პროექტორის საშუალებით ვუჩვენე ბავშვებს. ეს თემა დავყავით ორ ნაწილად: ჯანსაღი კვება და სპორი. ბიჭების ინტერესი გამოიწვია სპორტმა, ხოლო გოგონების-ჯანსაღმა კვებამ, ამიტომ ბავშვებს დავავალე მომავალი კლასის საათისთვის თავად წარმოედგინათ მცირე პრეზენტაცია, ბიჭებს-სპორტზე, გოგონებს-ჯანსაღ საკვებზე.
   7 ოქტომბერს მართლაც მოიტანეს ბავშვებმა საკუთარი პრეზენტაციები და გააცნეს კლასს რომელი პროდუქტი რა ვიტამინს შეიცავს და რომელი სპორტი უწყობს ხელს ადამიანის, მოზარდის სწორად განვითარებას.
   კლასის საათმა საინტერესო და შემეცნებითი სახე მიიღო, დავსვით კითხვები, ვიმსჯელეთ სხვადასხვა საკითხზე.





კლასის საათი: "იდეალური სკოლა"

   30 დეკემბერს კლასის საათზე ვისაუბრეთ სკოლებზე, რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს, რას შევცვლიდით. საკმაოდ საინტერესო გაკვეთილი გამოგვივიდა. ბავშვებმა ისაუბრეს ჩვენი სკოლის ღირსებებზე, დადებით მხარეზე, ასევე სასკოლო პრობლემებზე.
   იმისათვის რომ ყველას აზრი გამეგო, ვთხოვე მათ  დაეწერათ  თემა "იდეალური სკოლა".
   თითოეულის ნამუშევარი იყო ძალიან საინტერესო, რეალურად დავინახე თუ რა პრობლემები აქვთ ბავშვებს და რისი შეცვლა სურთ. თუმცა არარეალური სურვილებიც მრავლად იყო.



პირველი კლასის საათი: "ვინ ვარ მე"

     23 სექტემბერს მე-6 გაკვეთილზე ჩავატარეთ კლასის საათი თემაზე "ვინ ვარ მე".  გაკვეთილის მიზანი იყო უკეთ გამეცნო ბავშვები, ამიტომ თითოეულ მოსწავლეს მივეცი 1 წუთი რათა ესაუბრა თავის თავზე.
    გაკვეთილმა ხალისიანად ჩაიარა და თვითონ მოსწავლეებმაც აღნიშნეს რომ კიდევ სხვა კუთხით გაიცნეს ერთმანეთი.

კლასის საათი

ყოველ ორშაბათს, მე-6 გაკვეილზე 5-4 კლასს უტარდება კლასის საათი სადაც განვიხილავთ სხვადასხვა საინტერესო თემებს.

Thursday, November 21, 2013

შემაჯამებელი წერების რაოდენობა I სემესტრში

ქართული--------------3
მათემატიკა------------4
ბუნება------------------3
ჩვენი საქართველო---2
ინგლისური-----------4
რუსული---------------2
ინფორმატიკა---------2
ხელოვნება------------2
მუსიკა-----------------2

5-4 კლასის პედაგოგები

ქართული ენა და ლიტერატურა------სულაძე ლიკა
მათემატიკა------------------------------ბარამიძე ნანა
ჩვენი საქართველო---------------------ძიძიგური ქეთი
ბუნება------------------------------------არჩვაძე ნინო
ინგლისური (I ჯგუფი)-----------------ოდიშარია დიანა
ინგლისური (II ჯგუფი)----------------გაბიძაშვილი ეკა
რუსული---------------------------------ნადარეიშვილი ლია
ინფორმატიკა (I ჯგუფი)---------------ქურციკიძე შორენა
ინფორმატიკა (II ჯგუფი)--------------გოგიშვილი გვანცა
მუსიკა------------------------------------ჯავახიშვილი ნათია
ხელოვნება-------------------------------კვიციანი ეკა
სპორტი-----------------------------------ყველიაშვილი ნინო

5-4 კლასის მონაცემები

კლასის ხელმძღვანელი: შორენა ქურციკიძე
5-4 კლასში ირიცხება 31 ბავშვი
18 გოგონა
13 ვაჟი


  1. ასანიძე თეიმურაზი
  2. აფხაზავა მარიამი
  3. ბითაძე ალექსანდრე
  4. ბითაძე ნინო
  5. ბუცინაშვილი ნიკოლოზი
  6. გაბისონია მარიტა
  7. გერსამია გიორგი
  8. გიორგაია ანა
  9. გიორგობიანი სალომე
  10. გონაშვილი ქეთევანი
  11. დადუნაშვილი ლიზი
  12. ლოჩოშვილი მარიამი
  13. მებადური მარიამი
  14. მეტრეველი გიორგი
  15. მირცხულავა დიმიტრი
  16. მიქაძე ლიზი
  17. ნოზაძე ლიზი
  18. ორმოცაძე გიორგი
  19. რობაქიძე ნანო
  20. რუბაშვილი დიმიტრი
  21. რურუა ლუკა
  22. სიხარულიძე გიორგი
  23. უკლება საბა
  24. უსტიაშვილი ანა
  25. ყამბეგაშვილი სალი
  26. შუკაკიძე ანა
  27. ჩიგოგიძე გაბრიელი
  28. ჭულუხაძე ანუკი
  29. ჭყოიძე თამარი
  30. ხატიური ხატია
  31. ჯიქია ლუკა