15 ნოემბერს, პარასკევს მე-4 გაკვეთილის შემდეგ
5-4 კლასი წავიდა ექსკურსიაზე
თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლაში). იქ დახვდათ ექსკურსია მძღოლი, რომელმაც დაწვრილებით აუხსნა ბავშვებს ამ მუზეუმის დანიშნულება და მისი შექმნის ისტორია. ბავშვები ინტერესით ისმენდნენ თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხთა ისტორიას. დაათვალიერეს ყველა ის ექსპონატი რაც წარმოდგენილი იყო მუზეუმში. განსაკუთრებით ინტერესი გამოიწვია ძველმა ტანისამოსმა, საბრძოლო იარაღებმა და თბილისის შენობების მაკეტებმა.
მოსწავლეებმა გადაიღეს სურათები და ბოლოს დატოვეს მუზეუმში საკუთარი ჩანახატები.
No comments:
Post a Comment