Monday, March 24, 2014
ქართული მხატვრული ფილმი "სუფთა დაფა"
კლასის საათზე ბავშვებს ვაჩვენე მხატვრული ფილმი "სუფთა დაფა". სადაც გადმოცემულია სწორედ მათი ასაკის მოსწავლეების ისტორია. ბავშვებს არ ჰქონდათ ეს ფილმი ნანახი და დიდი ინტერესით უყურებდნენ. შემდეგ კლასის საათზე გავარჩიეთ ეს ფილმი უფრო დაწვრილებით. რა მცდარ და სწორ ნაბიჯებს დგამს თითოეული პერსონაჟი. ბავშვებს ვთხოვე წარმოედგინათ თავი თითოეული პერსონაჟის ადგილას და დაეწერათ როგორ მოიქცეოდნენ თვითონ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფილმის სიუჟეტის მიხედვით. ბავშვების ნაწერი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ეს თემები ძალიან დამეხმარა უფრო კარგად გამეგო თითოეულის ფსიქოლოგია.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment