Monday, March 24, 2014

ქართული მხატვრული ფილმი "სუფთა დაფა"

კლასის საათზე ბავშვებს ვაჩვენე მხატვრული ფილმი "სუფთა  დაფა". სადაც გადმოცემულია სწორედ მათი ასაკის მოსწავლეების ისტორია. ბავშვებს არ ჰქონდათ ეს ფილმი ნანახი და დიდი ინტერესით უყურებდნენ. შემდეგ კლასის საათზე გავარჩიეთ ეს ფილმი უფრო დაწვრილებით. რა მცდარ  და სწორ ნაბიჯებს დგამს თითოეული პერსონაჟი. ბავშვებს ვთხოვე წარმოედგინათ თავი თითოეული პერსონაჟის ადგილას და დაეწერათ როგორ მოიქცეოდნენ თვითონ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფილმის სიუჟეტის მიხედვით. ბავშვების ნაწერი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ეს თემები ძალიან დამეხმარა უფრო კარგად გამეგო თითოეულის ფსიქოლოგია.

კლასის საათი: ნოდარ დუმბაძის მოთხრობა "დიდრო"

კლასის საათზე გადავწყვიტეტ ხმამაღლა წაგვეკითხა ნოდარ დუმბაძის მოთხრობა "დიდრო". ბავშვებს ძალიან დააინტერესათ ამ მოთხრობამ. ვიმსჯელეთ პერსონაჟებზე. მომავალი კლასის საათისთვის დავავალე თვითონ შეექმნათ ნახატები, სადაც წარმოდგენილი იქნებოდნენ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების პერსონაჟები, თუ როგორ წარმოუდგენიათ მოსწავლეებს ესა თუ ის პერსონაჟი.

Monday, December 2, 2013

კლასის საათი: "იდუმალი სანტა"

   25 ნოემბერს კლასის საათზე ბავშვებს შევთავაზე საახალწლოდ გვეთამაშა თამაში "იდუმალი სანტა". მათ დიდი სიხარულით მიიღეს ეს შეთავაზება. წინასწარ გამზადებული მქონდა ცალ-ცალკე ფურცლებზე ყველას სახელი და გვარი, სათითაოდ აირჩიეს თითო ფურცელი,  ისე რომ წინასწარ არ იცოდნენ ვის ვინ შეხვდებოდა. 15 დეკემბრიდან მათ უნდა მოუმზადონ ერთმანეთს პატარა საჩუქრები და ჩუმად ჩაუდონ ჩანთაში.
   რაც ყველაზე მთავარია არავის უნდა უთხრან თუ ვის ვინ შეხვდა. თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია და განსაკუთრებით ელიან საჩუქრების მიღებას "იდუმალი სანტასგან".

Tuesday, November 26, 2013

კლასის საათი: ”პატარა არქიტექტორები”

   ქარვასლაში სტუმრობის შემდეგ გადავწყვიტეთ ჩვენც გვეცადა შენობების მაკეტების შექმნა. 25 ნოემბერს, კლასის საათზე ბავშვებმა მოიტანეს თავისი ნამუშევრები, რომლებიც დაამზადეს სხვადასხვა მასალისაგან (მუყაო, ფერადი ფურცლები, პლასტელინი...). მოვაწყვეთ გამოფენა საკლასო ოთახში.


ექსკურსია თბილისის ისტორიის მუზეუმში


     15 ნოემბერს, პარასკევს მე-4 გაკვეთილის შემდეგ 5-4 კლასი წავიდა ექსკურსიაზე თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლაში). იქ დახვდათ ექსკურსია მძღოლი, რომელმაც დაწვრილებით აუხსნა ბავშვებს ამ მუზეუმის დანიშნულება და მისი შექმნის ისტორია. ბავშვები ინტერესით ისმენდნენ თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხთა ისტორიას.  დაათვალიერეს ყველა ის ექსპონატი რაც წარმოდგენილი იყო მუზეუმში. განსაკუთრებით ინტერესი გამოიწვია ძველმა ტანისამოსმა,  საბრძოლო იარაღებმა და თბილისის შენობების მაკეტებმა.








    მოსწავლეებმა გადაიღეს სურათები და ბოლოს დატოვეს მუზეუმში საკუთარი ჩანახატები.








Saturday, November 23, 2013

კლასის საათი: კროსვორდის შევსება წყვილებში

   იმისათვის რომ ბავშვები მიეჩვივნონ წყვილებში მუშაობას და მეტად გაითავისონ რას ნიშნავს მეგობრის დახმარება, გადავწყვიტე შემედგინა კროსვორდი, სადაც კითხები იყოფოდა სამ ჯგუფად: გოგონების ინტერესის სფერო, ვაჟების ინტერესის სფერო და ზოგადი საკითხები.
  გამარჯვებული წყვილისათვის დავაწესე საჩუქრები (საწერი კალმები), რამაც დამატებითი სტიმული მიცა ბავშვებს.
  ვფიქრობ ამ პროექტმა გაამართლა, რადგან თითოეულმა მოსწავლემ კარგად დაინახა მეწყვილის არსებობის აუცილებლობა.
  გამარჯვებული გახდა აფხაზავა მარიამ-რუბაშვილი დიმიტრის წყვილი.


















Friday, November 22, 2013

კლასის საათი: ”ჯანსაღი ცხოვრების წესი”

   30 სექტემბერს, კლასის საათზე ვისაუბრეთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე, მოვამზადე პრეზენტაცია "ჯანსაღი ცხოვრების წესი" მოცემულ თემაზე და კლასში, პროექტორის საშუალებით ვუჩვენე ბავშვებს. ეს თემა დავყავით ორ ნაწილად: ჯანსაღი კვება და სპორი. ბიჭების ინტერესი გამოიწვია სპორტმა, ხოლო გოგონების-ჯანსაღმა კვებამ, ამიტომ ბავშვებს დავავალე მომავალი კლასის საათისთვის თავად წარმოედგინათ მცირე პრეზენტაცია, ბიჭებს-სპორტზე, გოგონებს-ჯანსაღ საკვებზე.
   7 ოქტომბერს მართლაც მოიტანეს ბავშვებმა საკუთარი პრეზენტაციები და გააცნეს კლასს რომელი პროდუქტი რა ვიტამინს შეიცავს და რომელი სპორტი უწყობს ხელს ადამიანის, მოზარდის სწორად განვითარებას.
   კლასის საათმა საინტერესო და შემეცნებითი სახე მიიღო, დავსვით კითხვები, ვიმსჯელეთ სხვადასხვა საკითხზე.